ეკო პრობლემები

ავჭალას აქვს ბევრი პრობლემა.ხალხი ნაგავს ურნებში არ აგდებს და სადაც უნდა იქ დააგდებს.ასევე ხშირად არ არის წყალი.ქუჩები ხშირად იტბორება.
ადამიანმა თავისი საქმიანობით სახე უცვალა ბუნებრივ ეკოსისტემებს გაიყვანა გზები,ააშენა ქალაქები, გაჩეხა ტყეები, შექმნა წყალსაცავები,ამოაშრო ჭაობები.დედამიწაზე ტროპიკული მარადმწვანე ტყეების დიდი ნაწილი გაჩეხილია,გზები გაიყვანეს,მეცნიერები ვარაუდობენ,რომ ამ პროცესის გაგრძელება ბუნებისთვის საზიანოა.
საქართველოც წარსულში ტყიანობით გამოირჩეოდა.ადამიანს მიაჩნდა,რომ ჭაობები უსარგებლო იყო, ამიტომ ჭაობები ამოაშრო. ამას მოჰყვა გამოფიტვა ნიადაგის,შეიცვალა ჰავა, შენცირდა სასმელი წყლის რაოდენობა.
ადამიანებს  საცხოვრებლად სუფთა და ჯანსაღი გარემო სჭირდება.ესბ იმას ნიშნავს,რომ საკვები და წყალი  სუფთა უნდა იყოს. სამწუხაროდ, ადამიანი,თავისი საქმიანობით,ხშირად აბინძურებს გარემოს.მათი აზრით, დღეისათვის ჩვენს ქვეყანაში გარემოს დაცვა პრიორიტეტულ სფეროდ არ ითვლება. უფრო მეტიც ეკოლოგიურ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების აზრით, ზემოთ აღნიშნული ნეგატიური ტენდენციის ფონზე, ასევე ნელ ნელა ეცლება ფუნქციები გარემოს დაცვის სამინისტროსაც. რისი შედეგადაც ის საგრძნობლად სუსტდება როგორც სახელმწიფო სტრუქტურა.
ამავდროულად, როგორც სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ერთხმად თანხმდებიან, რომ ბუნებრივი რესურსები, ლანდშაფტური თუ ბიო მრავალფეროვნება ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან რესურს წარმოადგენს.
ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით ორგანიზაბული 4 ნოემბრის ბათუმის საჯარო დისკუსია შეეცადა გაერკვია თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ აჭარის რეგიონში, კერძოდ ქალაქ ბათუმში, ქალაქში სადაც ტურიზმის განვითრების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული თუ მიმდინარე სამშენებლო პროექტების შედეგად გატავირთული ზღვის სანაპირო ზოლი თუ შავი ზღვის წყლის სისუფთავე წარმოადგენენ ექსპერტების აზრით ეკოლოგიური პრობლემების იმ მცირე ჩამონათვალს, რომლის დაძლევაც ჩვენ ახლო მომამვალში აუცილებლად მოუწევს.

მანქანების საწვავის გამონაბოლქვი, ნიავის დაბერვისას წარმოქმნილი მტვრის კორიანტელი, ფერადი “პარკებით” “მორთული” ხეები, მოუწესრიგებელი სადარბაზოების ბუნკერებკი და ა.შ. – ყველაფერი ეს ჩვენი დედაქალაქის პრობლემაა. საკმარისია დედაქალაქს მაღლობიდან გადმოხედო, რომ ნისლად ქცეული მტვერი და კვამლი უმალ თვალში მოგხვდება.“მწვანეთა პარტიის” ლიდერის გია გაჩეჩილაძის განცხადებით, “თბილისში გარემოს ყველაზე მეტად საწვავის გამონაბოლქვი აბინძურებს. უკანონო მშენებლობების შედეგად გაჩეხილი ტყეები ჩვენს მოსახლეობას სუნთქვის საშუალებას ურთულებს. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ პარლამენტში ყველა ის კანონი იქნა დამახინჯებული, რომელიც ჩვენს მიერ შევარდნაძის პერიოდში იყო მიღებული და გარემოს დაცვას ითვალისწინებდა. ასევე გაუქმდა კანონი, რომელიც მდინარე მტკვარში დაბინძურებული ნახმარი წყლების გაუფილტრავად ჩაშვებას კრძალავდა. მაშინ როცა ბენდუქიძემ საქართველოს ტყეების გასხვისება დაიწყო, ჩვენ ეს გავაპროტესტეთ და მეტნაკლებად შევაჩერეთ, მაგრამ ამ დროს თბილისის ტყეების გაყიდვის შესახებ კანონი გააპარეს პარლამენტში. დღეს თბილისში უამრავი უკანონო მშენებლობები მიმდინარეობს მწვანე ზოლზე, სადაც კანონით არ შეიძლება მშენებლობები. საწვავი, რომელიც ტყვიას შეიცავს, უნდა იკრძალებოდეს, მაგრამ ამ სფეროში კორუფცია ისევ არსებობს და ადამიანის ჯანმრთელობაზე სახელმწიფო არ ზრუნავს.
























.

No comments:

Post a Comment