ავჭალა

ავჭალათბილისის გარეუბანი 1962 წლიდან, ამჟამად გლდანი-ნაძალადევის რაიონის ნაწილი. ადრე სოფელი გარდაბნის რაიონში. მდებარეობს თბილისის ჩრდილოეთით,საგურამოს ქედის მთისწინეთისა და გარე კახეთის ზეგნის ჩრდილოეთ ნაწილში, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირის ტერასაზე, ზღვის დონიდან 440 მ.
ავჭალა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი სოფელი იყო. ისტორიულ ქრონიკებში ხშირად მოიხსენიება. დიდი თურქობის დროს, XI საუკუნის 80-იან წლებში, თურქები ზამთრობით ავჭალასა და დიღომში იდგნენ. IX-XI საუკუნეებში ავჭალა თბილისის საამიროში შედიოდა, XII-XIII საუკუნეებში - კახეთის საერისთავოში.
ავჭალასთან მტკვარზე კარგი ფონი იყო, რითაც სარგებლობდნენ ლეკი მოთარეშეები. ლეკებისაგან თავდასაცავად 1734 წელს მტკვრის გაყოლებით აშენდა ციხე და 12 კოშკი. 1887 წელს კი თბილისის წყლით მოსამარაგებლად შეკრიბეს წყაროები და გაიყვანეს ავჭალის წყალსადენი.
სოფელი ავჭალა გაყოფილი იყო ორ ნაწილად: ზემო და ქვემო ავჭალად. ზემო ავჭალა იწყებოდა თითქმის მცხეთიდან გვინდაძის ხევამდე, ხოლო ქვემო ავჭალა იწყებოდა გვინდაძის ხევიდან მდინარე გლდანულამდე. უბნის ასეთი დაყოფა და შესაბამისი ტოპონიმები დღემდე შემორჩა.
ავჭალა საყოველთაოდ ცნობილი გახდა ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური მშენებლობის შემდეგ. თბილისისაკენ მიმავალი გზატკეცილის გაყოლებით აიგო მრავალი საწარმო:ელმავალმშენებელი ქარხანა, თუჯსამსხმელო ქარხანა ცენტროლიტი, შამპანიურის ქარხანა, კონიაკის ქარხანა, ღვინის ჩამომსხმელი ქარხნები, ჩაის საწონი ფაბრიკა და სხვა

No comments:

Post a Comment