სიახლე


საერთაშორისო სტანდარტების ახალი აეროპორტი
www.airport.ge
საქართველოს დედაქალაქის ცენტრიდან 18 კილომეტრში მდებარეობს თბილისის ცენტრალური აეროპორტი, რომელიც პირდაპირი და ჩარტერული რეისებით  უკავშირდება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას. თბილისის ცენტრალური აეროპორტით სარგებლობენ მოსაზღვრე ქვეყნებ


საერთაშორისო სტანდარტების ახალი აეროპორტი
www.airport.ge
საქართველოს დედაქალაქის ცენტრიდან 18 კილომეტრში მდებარეობს თბილისის ცენტრალური აეროპორტი, რომელიც პირდაპირი და ჩარტერული რეისებით  უკავშირდება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას. თბილისის ცენტრალური აეროპორტით სარგებლობენ მოსაზღვრე ქვეყნების მოქალაქეებიც.
იხილეთ ფრენათა განრიგი

საქართველოში   მგზავრების  გადაყვანას  ახორციელებენ  როგორც  ადგილობრივი,  ისე  საერთაშორისო  ავიაკომპანიები.












პირველი ოქტომბრიდან მეტროში მგზარობის საფასურის გადახდა მხოლოდ ელექტრონული სამგზავრო ბარათით: “მეტრომანი”-თ იქნება შესაძლებელი.
ისარგებლეთ “მეტრომანი”-ს შეღავათიანი ტარიფებით: პირველი მგზავრობა 50 თეთრი
მეორე მგზავრობა 30 თეთრი
ხოლო მესამე და ნებისმიერი მომდევნო მგზავრობა 20 თეთრი
ყოველ მომდევნო დღეს მგზავრობის ათვლა ხდება თავიდან

“მეტრომანის” შეღავათიანი ბარათით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც მეტროში, ისე მუნიციპალურ ავტობუსში.

სტუდენტებს მეტროთი მგზავრობა შეუძლიათ 20 თეთრად. ამისათვის საჭიროა თან იქონიონ სახელობითი სამგზავრო ბარათი – სტუდენტური და სტუდენტის ბილეთი.

მერიის სოციალური პაკეტის მქონე პირებს მეტროთი მგზავრობა შეუძლიათ 10 თეთრად.

პენსიონერებს მეტროთი მგზავრობა შეუძლიათ 20 თეთრად.

სკოლის მოსწავლეებისათვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა, ამისათვის საჭიროა თან იქონიოთ სკოლის მოსწავლის სახელობითი ბარათი.  თბილისის მერიასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმდა მემორანდუმი. რის საფუძველზეც  თბილისის მერია უზრუნველყოფს მოსწავლის სახელობითი ბარათების დამზადებას, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოხდება აღნიშნული ბარათების გაცემა.

ომის მონაწილეებსა და უსინათლოებს მეტროთი მგზავრობა შეუძლიათ  უფასოდ. ამისათვის საჭიროა მგზავრობისას თან იქონიონ სახელობითი ბარათები.

1989 წლის 9 აპრილს დაზარალებული მოქალაქეებისათვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური 20 თეთრს შეადგენს:
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეებს დაგირიგდებათ სახელობითი პლასტიკური ბარათები.

შეავსეთ დეპოზიტი "საქართველოს ბანკის" ნებისმიერ ფილიალში.

მგზავრობისას, თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

თუ თქვენთვის ცნობილი გახდა მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომელთა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით მერიის ცხელ ხაზზე ტელ: 272 22 22 ან მოგვმართეთ მერიის პორტალს:www.tbilisi.gov.ge

იმგზავრეთ კომფორტულად

თბილისის მერია.








ღამის თბილისი სინათლის ქალაქთან ასოცირდება,
რაც კიდევ უფრო მატებს ხიბლს ჩვენს ქალაქს

ქ. თბილისის მერიამ 2006  წელს გარე-განათების პროექტეზე  ,,თბილისი სინათლის ქალაქი’’- დაიწყო  მუშაობა,  პროექტის ფარგლებში განათდა მთელი ქალაქი მისი ექვსივე რაიონი, მტკვრის ორივე მხარე, ყველა უბანი შიდა კვარტალური და კორპუსებს  შორის გზები.

თანამედროვე განათების სისტემის მეშვეობით მოხდა ქალაქის უწყვეტი განათებით უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვნად გაადვილა  ქუჩაში ღამით გადაადგილება, როგორც მანქანით ასეფე ფეხით მოსიარულეთათვის.

სინათლის ქალაქში ცხოვრება უსაფრთხო და სასიამოვნოა ნებისმიერი თბილისელისათვის.!








შადრევნები
თბილისში რამდენიმე ათეული შადრევანია.  ქუჩაში მიმავალს, დიდ სიამოვნებას განიჭებს მომღერალი და მოცეკვავე შადრევნების სიმრავლე. თითოეული მათგანი “განსაკუთრებული ნიჭით” არის დაჯილდოვებული.
დიდი თუ პატარა, პარლამენტისა და ფილარმონიის შენობების წინ მოცეკვავე შადრევნებს  დღისა და წლის ნებისმიერ დროს სტუმრობს, იღებს ესთეტიკურ სიამოვნებას და მუსიკითა  და “წყლის როკვით” ტკბება.

No comments:

Post a Comment